მთავარი » მასალის არქივი
« 1 2 3 4 »
OPIC-ი ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა

"საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" (OPIC) ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა. ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტს ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ახორციელებს.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ და OPIC-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ ორშაბათს სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მიმდინარე აშშ-ის სავაჭრო და საინვესტიციო სამიტის მიმდინარეობისას იმსჯელეს.

როგორც GBC-თან საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, OPIC-ი პროექტს განიხილავს და დაინტერესების შემთხვევაში, "საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" პროექტში ერთ-ერთი დამფინანსებლის სახით ჩაერთვება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1042 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედგენა ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონტრაქტორები ამერიკული კონსორციუმი Covalent Energy-ი და Global Metal Partners-ი ახორციელებენ. ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თბილისში რამდენიმე დღის წინათ ჩამოვიდა და საბადოზე არსებულ მეთანის მარაგებს ადგილზე შეისწავლის.

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადების შემდეგ, საბადოდან მეთანის გაზის ამოსაღებად 5 ჭაბურღილი დამონტაჟდება.

კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარის ოდენობის გ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1061 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" "რიცეულაჰესი" შეიძინა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" რაჭაში მდინარე რიცეულაზე მდებარე "რიცეულაჰესი" გასულ კვირას იყიდა.

ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ-ს შეადგენს. ჰესი გამართულ მდგომარეობაშია და სტაბილურად მუშაობს.

მომავალში კორპორაცია ჰესის დადგმული სიმძლავრის 24 მგვტ-მდე გაზრდას გეგმავს და შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა ოთხჯერ გაიზრდება.

ამ ეტაპზე "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაშია საქართველოს მასშტაბით არსებული მთელი რიგი ჰიდროელექტროსადგური.
კატეგორია: აუქციონები და შესყიდვები | ნანახია: 1167 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ქუთაისში მშენებარე ნახევრადკოქსის ქარხანას 2009 წლის მეორე ნახევარში აამოქმედებს.

ნახევრადკოქსი ტყიბულის ნახშირის თერმულად დამუშავების შედეგად მიიღება. პირველ ეტაპზე ქარხნის წარმადობა წელიწადში 25 ათას ტონას შეადგენს. დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა, წლიურ 75 ათას ტონამდე. ქარხანაში 30 თანამშრომელი დასაქმდება. საწარმო სამხრეთ აფრიკული ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი და მეტალურგიული საწარმოები მომარაგდება. იგეგმება ნახევრადკოქსის ექსპორტზე გატანაც.

ადგილობრივი ნახევრადკოქსის პროდუქციის გამოყენებით ზესტაფონის "ფეროშენადნობი ქარხანა" დაინტერესდა. კომპანიის მენეჯმენტი ადგილობრივი წარმოებული პროდუქციით იმპორტირებულ კოქსს ჩაანაცვლებს.

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 978 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) შორის ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის ასათვისებლად საგრანტო ხელშეკრულება ოთხშაბათს საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობაში გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლარი ვოლთერმა მოაწერეს.

აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტო (USTDA) "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარს გამოუყოფს. გრანტის ფარგლებში, "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი გაკეთდება. ანალიზს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ინვესტიციები და გრანტები | ნანახია: 1200 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის მიუხედავად, სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

"საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება 15-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა. ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახში" გერმანული კონცერნის, "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს ამარაგებს.

როგორც "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" განმარტავენ, მიუხედავად კასპის რაიონში რუსი ჯარისკაცების მიერ სარკინიგზო ხიდის აფეთქებით სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეფერხებისა, "საქნახშირი" სრული დატვირთვით განაგრძობს ქვანახშირის მოპოვებას და გადატვირთვას.

"საქნახშირმა" კომპანია "ჰაიდელბერგცემენტთან" სამრეწველო ნახშირის მიწოდებაზე კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე უკვე გააფორმა.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში" 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამ პერიოდში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1102 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" კონფერენციაში - "საქართველოს ენერგეტიკული პროექტები და ენერგოსაფრთხოება 2008" მონაწილეობდა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" კონფერენციაში - "საქართველოს ენერგეტიკული პროექტები და ენერგოუსაფრთხოება 2008" მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ორგანიზებით, 26-29 სექტემბერს ჩაქვში გაიმართა. კონფერენციაში ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

როგორც "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ზამთრის პერიოდში კორპორაცია მომხმარებლების სტაბილურ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
კატეგორია: კონფერენციები და ფორუმები | ნანახია: 963 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

15-წლიანი პაუზის შემდეგ, "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება განაახლა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა შპს "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება, 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად განაახლა.

ამ დროისათვის ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახშირი" გერმანული კონცერნის "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებს მოამარაგებს. კომპანიამ "ჰაიდელბერგ ცემენტთან" კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში, "საქნახშირი" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნებს ნახშირის სტაბილური მიწოდებით უზრუნველყოფს.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შემადგენლობაში 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. კაპიტალურად აღდგა დატბორილი გვირაბები, მომზადდა შახტების განვითარების პროექტი, შეკეთდა სარკინიგზო მაგისტრალი. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა "საქნაშირის" კუთვნილ შენობა-ნაგებობებს. ამ პერიოდში კომპანიაში 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1009 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური "აჭ-ჰესის" I აგრეგატმა სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" "აჭ-ჰესი" 2007 წლის დეკემბერში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. პრივატიზების შემდეგ, ჰესზე კომპლექსური რეაბილიტაცია ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები 1 აგვისტოსთვის დასრულდა. ამ ეტაპზე "აჭ-ჰესის" საშუალო სიმძლავრე 740 კვტ/საათს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ელექტროსადგურზე II აგრეგატის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები 2008 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

რეაბილიტაციის შემდეგ, "აჭ-ჰესის" დადგმული სიმძლავრე 1,03 მგვ-ს მიაღწევს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1045 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის განვითარების სააგენტომ GIG-ის ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად გრანტი გამოუყო.

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის განვითარების სააგენტომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად 540 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა.

საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესწავლისათვის კვლევას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკული კომპანია Covalent Energy-სთან ერთად განახორციელებს. პროექტი Covalent Energy-ის თანადაფინანსებით განხორციელდება და ამერიკული კომპანია 185 ათასი აშშ. დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

საბადოზე კვლევა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. კვლევის მომხადების შემდეგ, ტყიბულის საბადოზე საცდელი გაზის ჭაბურღილები დამონტაჟდება.

კატეგორია: ინვესტიციები და გრანტები | ნანახია: 998 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map