მთავარი » მასალის არქივი
« 1 2 3 4
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ნახშირის მეთანის მოპოვების პროექტს შეიმუშავებს

ნახშირის მოპოვებას "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ახორციელებს. კომპანია ნახშირს ტყიბულში არსებულ საბადოში მოიპოვებს.

გარდა ნახშირისა, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აქტიურად მუშაობს ნახშირის საბადოში არსებული მეთანის გაზების მოპოვებასა და უტილიზაციისთვის. მეთანის გაზი, როგორც სუფთა, ალტენატიული საწვავი გამოიყენება არა მარტო ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის, არამედ მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სექტორში.

ტყიბულის შახტებში მეთანის მოპოვების და უტილიზაციის მიზნით, "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ამერიკულ კომპანია Global Methane Partners-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა (როდის გააფორმა?). კომპანია დაინტერესებულია თავის გამოცდილება და ტექნოლოგიები საქართველოში მეთანის უტილიზაციის სფეროში გამოიყენოს.

Global Methane Partnersსაქართველოში წინასწარი კვლევა ჩაატარეს და მეთანის მოპოვების შემდგომი განვითარების გეგმა შეიმუშა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1227 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

"ალაზანჰესი" 2-თვიანი პაუზის შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა

თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში მდებარე "ალაზანჰესი" საირიგაციო არხზე ჩატარებული 2-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა.

2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ახორციელებდა სარეაბილიტაციო სამუშაობს მდინარე ალაზნის საირიგაციო არხზე, საიდანაც "ალაზანჰესი" წყლით მარაგდება.

ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაიზრდება ჰესის წყლით მომარაგების საიმედოობა და იგი გამომუშავების მაქსიმუმს მიაღწევს.

"ალაზანჰესი" 2006 წლიდან "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაა.

"ალაზანჰესი" 1942 წელს გაეშვა ექსპლუატაციაში. ამჟამად ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მომხმარებელი არის "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი".

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1161 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

2008 წელს "ბჟუჟჰესს" კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" სარემონტო სამუშაოებზე 300 ათას ლარს დახარჯავს.

დაგეგმილია I და II ტურბინების (თითოულის სიმძლავრე 4,08 კვტ/საათი) კაპიტალური რემონტი. კერძოდ, კი ტურბინების მუშათვალი და ღერძები გამოიცვლება. ჰესზე ახალი ტურბინები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დამონტაჟდება. ახალი ტურბინები აშშ-ში დამზადდება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში" მიიჩნევენ, რომ სარემონტო სამუშაოების შედეგად, ელექტროსადგურის საიმედოობა გაუმჯობესდება და მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება.

გარდა ამისა, "ბჟუჟჰესი" დერეგულირებელი ჰესი გახდა. მისი დადგმული სიმძლავრე 12,24 მგვტ-ია. დერეგულირების შემდეგ, ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას ლიცენზიის და ტარიფის გარეშე განახორციელებს და შესაბამისად, ელექტროენერგიას თავისუფალი ტარიფით გაყიდის.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, 13 მგვტ-ი ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მშენებლობები და რემონტები | ნანახია: 1122 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანას აშენებს

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანას ააშენებს. ქარხანა ნახევრადკოქსის წარმოებისათვის ნედლულად ტყიბულის ქვანახშირს გამოიყენებს, რომლის თერმულად დამუშავების შედეგად მიიღება აღნიშნული პროდუქტი. პირველ ეტაპზე ქარხანის წარმადობა ყოველწლიურად 105 ათასი ტონა იქნება. საწარმო 3 რეტორტული ღუმელით დაკომპლექტდება და თითოეულის გამომუშავება წელიწადში 35 ათას ტონა ნახევრადკოქსს მიაღწევს. პროექტი მიხედვით, ქარხნის წარმადობა მომავალში 175 ათას ტონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, დანახარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, პროექტი დამამზადებლისგან საპროექტო ნახაზების შესყიდვას და ქარხნის ნაწილების საქართველოში დამზადებს ითვალისწინებს. ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო ნახაზები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ქარხანაში სულ 30 ადამიანი დასაქმდება. ნახევრადკოქსის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება და ძირითად მეტალურგიული საწარმოები გა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მშენებლობები და რემონტები | ნანახია: 1019 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა 2008 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში მშენებარე ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას 2008 წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ქარხანა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "საქნახშირის" მიერ მოპოვებულ ქვანახშირს გადაამუშავებს, რის შედეგადაც მაღალკალორიული ქვანახშირი მიიღება. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია - ჩასხმულია ქარხნის ფუნდამენტი, შესრულებულია გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი, მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების შეძენა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამონტაჟო სამუშაოები. გადამუშავებული პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება და ძირითადი მომხმარებლები მსხვილი ქარხნები იქნებიან. მათ შორის კომპანია "საქცემენტი", რომელიც ცემენტის წარმოების პროცესში ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას ტექნოლოგიურად დამუშავებული ქვანახშირით გეგმავს. გარდა ამისა, კომპანია გამდიდრებულ ქვანახშირს ექსპორტზეც გაიტანს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1517 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ქალაქის მუნიციპალიტეტის და საერთაშორისო ევროპული ინსტიტუტის მხადაჭერით ჩატარებულ ფორუმში, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა. მან ფორუმზე დ ა გეგმილ ი ენერგეტიკული პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. მონაწილეთა შორის გაიმართა მსჯელობა საქართველოს, როგორც ევრაზიული ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის აქტივიზაციის შესახებ. აღინიშნა მისი მნიშვნელობა ევროკავშირის ქვეყნების ენერგომომარაგების თვალსაზრისით.
კატეგორია: კონფერენციები და ფორუმები | ნანახია: 993 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური "აჭ-ჰესი" შეიძინა. "აჭ-ჰესი" მდებარეობს ქობულეთის რაიონში, მდინარე აჭარის წყალზე. მისი საპროექტო სიმძლავრე 1 მეგავატია. ამჟამად იგი მცირე დატვირთვით მუშაობს და კომპლექსურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მომავალი წლის იანვრიდან ენერგეტიკული კორპორაცია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც ჰესი სრული სიმძლავრით ამუშავდება და მის მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია წელიწადში 5 მლნ კილოვატ საათს მიაღწევს.
კატეგორია: აუქციონები და შესყიდვები | ნანახია: 1038 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map