მთავარი » 2010 » მარტი » 26 » „ბჟუჟჰესზე“ ახალი ტურბინები დამონტაჟდა
0:59 AM
„ბჟუჟჰესზე“ ახალი ტურბინები დამონტაჟდა
ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" საკუთრებაში არსებული „ბჟუჟჰესზე"ახალი მანქანა-დანადგარები აამოქმედა.
მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჰესზე ორი ახალი ტურბინა დამონტაჟდა, რის შედეგადაც ძველ მანქანა-დანადგარებთან შედარებით თითოეულის სიმძლავრე 4,08 მგვტ–დან 4, 7 მგვტ–მდე გაიზარდა. ”ბჟუჟჰესის” ჯამური სიმძლავრე 12 მგვტ-ს აჭარბებს. ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში” ვარაუდობენ, რომ ახალი ტურბინების ხარჯზე ჰესის ჯამური წლიური გამომუშავება მინიმუმ 5–10%–ით გაიზრდება.
კორპორაციამ ტურბინები ამერიკულიკომპანია Standart Machine & Metal-გან შეიძინა.
ტურბინების დამზადება და ტრანსპორტირება 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარე თვის დასაწყისში დასრულდა.
”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ინფორმაციით, ამჟამად ჰიდროელექტროსადგურზე ორივე ტურბინა სრული დატვირთვით მუშაობს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1125 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ბჟუჟაჰესი, ტურბინა
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map