2009 წლის ნოემბერში საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ტექნიკურ დირექტორად შამილ ბირკაძე დაინიშნა. შამილ ბირკაძე პროფესიით ელექტრო-ინჟინერია, მას დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1975-1978 წლებში სწავლობდა მენდელეევის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ლენინგრადი).
შამილ ბირკაძეს გააჩნია მდიდარი გამოცდილება ჰიდროენეგეტიკაში და ელექტროსადგურების დაპროექტებაში. მათ შორისაა: ბახვი ჰესი, რიცეულა ჰესი, გუმათ ჰესი, ნატანები ჰესი, აწ ჰესი, გუდაური ჰესი, ჩირუხ-სანალია ჰესი, ბაკურიანი ჰესი, ვარციხე ჰესი, ბჟუჟ ჰესი და რუსთავი ჰესი.
კომპანიაში იმედოვნებენ რომ შამილ ბირკაძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს კომპანიის წინაშე მდგარი ამბიციური გეგმების განხორციელებას.