მთავარი » 2010 » მარტი » 27 » საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ 2008 წლის შედეგები შეაჯამა
1:03 AM
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ 2008 წლის შედეგები შეაჯამა
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წლის შედეგები შეაჯამა. 2007 წელთან შედარებით, შარშან კორპორაციის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება და მისი წლიური ოდენობა გაორმაგდა. სსეკ-ის მენეჯმენტის განცხადებით, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ახალი ჰესების შესყიდვის ხარჯზე მოხდა. შარშან კორპორაციამ რაჭაში "რიცეულაჰესი", ხოლო აჭარაში "აჭ-ჰესი" შეიძინა. გარდა ამისა, ეტაპობრივად მიმდინარეობს ჰესების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება. 2009 წლის მარტში "ბჟუჟჰესზე" მოქმედი სამი ტურბინიდან ორი სრულად განახლდა, რის შედეგადაც ძველ მანქანა-დანადგარებთან შედარებით თითოეულის სიმძლავრე 4,08 მგვტ-დან 4, 7 მგვტ-მდე გაიზარდა. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში" ვარაუდობენ, რომ 2009 წელს კორპორაციის წლიური გამომუშავება კიდევ 30%-ითგაიზრდება. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" 2005 წელს დაარსდა და ადგილობრივ ენერგობაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, იგი ახორციელებს ბუნებრივი აირის იმპორტს, ასევე მცირე და საშუალო ჰესებზე ელექტროენერგიის გენერაციას. ამჟამად კორპორაციის საკუთრებაშია 7 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესი. საქაერთველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია რიგი ახალი ჰიდროელექტროსადგურის შესყიდვა და ახლის მშენებლობა.
კატეგორია: წლიური შედეგები | ნანახია: 1088 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: შეჯამება, რიცეულაჰესი, აჭ-ჰესი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map