მთავარი » 2010 » მარტი » 26 » საქნახშირი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას
0:13 AM
საქნახშირი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის მიუხედავად, სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

"საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება 15-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა. ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახში" გერმანული კონცერნის, "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს ამარაგებს.

როგორც "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" განმარტავენ, მიუხედავად კასპის რაიონში რუსი ჯარისკაცების მიერ სარკინიგზო ხიდის აფეთქებით სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეფერხებისა, "საქნახშირი" სრული დატვირთვით განაგრძობს ქვანახშირის მოპოვებას და გადატვირთვას.

"საქნახშირმა" კომპანია "ჰაიდელბერგცემენტთან" სამრეწველო ნახშირის მიწოდებაზე კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე უკვე გააფორმა.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში" 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამ პერიოდში კომპანიაში 20 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, "საქნახშირში" დასაქმებული თანამშრომელთა რიცხვი 400-დან 1000 კაცამდე გაიზარდა.

"საქნახშირი" ტყიბულისა და ვალეს საბადოებიდან ნახშირის მოპოვების გრძელვადიან ლიცენზიებს ფლობს. ამ დროისათვის ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოდან ხორციელდება. ტყიბულის საბადოზე 330 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირის მარაგია. ვალეს საბადოზე ნახშირის მოპოვების ლიცენზია "საქნახშირმა" 2007 წელს მიიღო, აქ არსებული მარაგი 70 მლნ. ტონას აღემატება.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1102 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ვალე, ჰაიდელბერგ, საქნახშირი, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map