15-წლიანი პაუზის შემდეგ, "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება განაახლა
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა შპს "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება, 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად განაახლა.
ამ დროისათვის ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახშირი" გერმანული კონცერნის "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებს მოამარაგებს. კომპანიამ "ჰაიდელბერგ ცემენტთან" კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში, "საქნახშირი" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნებს ნახშირის სტაბილური მიწოდებით უზრუნველყოფს.
"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შემადგენლობაში 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. კაპიტალურად აღდგა დატბორილი გვირაბები, მომზადდა შახტების განვითარების პროექტი, შეკეთდა სარკინიგზო მაგისტრალი. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა "საქნაშირის" კუთვნილ შენობა-ნაგებობებს. ამ პერიოდში კომპანიაში 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური "აჭ-ჰესის" I აგრეგატმა სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება.
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" "აჭ-ჰესი" 2007 წლის დეკემბერში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. პრივატიზების შემდეგ, ჰესზე კომპლექსური რეაბილიტაცია ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები 1 აგვისტოსთვის დასრულდა. ამ ეტაპზე "აჭ-ჰესის" საშუალო სიმძლავრე 740 კვტ/საათს შეადგენს.
ამ ეტაპზე, ელექტროსადგურზე II აგრეგატის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები 2008 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
რეაბილიტაციის შემდეგ, "აჭ-ჰესის" დადგმული სიმძლავრე 1,03 მგვ-ს მიაღწევს.
|
"ალაზანჰესი" 2-თვიანი პაუზის შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა
თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში მდებარე "ალაზანჰესი" საირიგაციო არხზე ჩატარებული 2-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა.
2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ახორციელებდა სარეაბილიტაციო სამუშაობს მდინარე ალაზნის საირიგაციო არხზე, საიდანაც "ალაზანჰესი" წყლით მარაგდება.
ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაიზრდება ჰესის წყლით მომარაგების საიმედოობა და იგი გამომუშავების მაქსიმუმს მიაღწევს.
"ალაზანჰესი" 2006 წლიდან "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაა.
"ალაზანჰესი" 1942 წელს გაეშვა ექსპლუატაციაში. ამჟამად ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მომხმარებელი არის "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი".
|
ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა 2008 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში მშენებარე ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას 2008 წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ქარხანა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "საქნახშირის" მიერ მოპოვებულ ქვანახშირს გადაამუშავებს, რის შედეგადაც მაღალკალორიული ქვანახშირი მიიღება. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია - ჩასხმულია ქარხნის ფუნდამენტი, შესრულებულია გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი, მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების შეძენა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამონტაჟო სამუშაოები. გადამუშავებული პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება და ძირითადი მომხმარებლები მსხვილი ქარხნები იქნებიან. მათ შორის კომპანია "საქცემენტი", რომელიც ცემენტის წარმოების პროცესში ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას ტექნოლოგიურად დამუშავებული ქვანახშირით გეგმავს. გარდა ამისა, კომპანია გამდიდრებულ ქვანახშირს ექსპორტზეც გაიტანს.
|
|