მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი
0:33 AM
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედგენა ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონტრაქტორები ამერიკული კონსორციუმი Covalent Energy-ი და Global Metal Partners-ი ახორციელებენ. ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თბილისში რამდენიმე დღის წინათ ჩამოვიდა და საბადოზე არსებულ მეთანის მარაგებს ადგილზე შეისწავლის.

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადების შემდეგ, საბადოდან მეთანის გაზის ამოსაღებად 5 ჭაბურღილი დამონტაჟდება.

კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარის ოდენობის გრანტი აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტომ (USTDA) გამოუყო.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1057 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ტყიბული, მეთანი, USTDA
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map