მთავარი » 2010 მარტი 27 » საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ 2008 წლის შედეგები შეაჯამა
1:03 AM საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ 2008 წლის შედეგები შეაჯამა | |
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წლის შედეგები შეაჯამა. 2007 წელთან შედარებით, შარშან კორპორაციის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება და მისი წლიური ოდენობა გაორმაგდა. სსეკ-ის მენეჯმენტის განცხადებით, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ახალი ჰესების შესყიდვის ხარჯზე მოხდა. შარშან კორპორაციამ რაჭაში "რიცეულაჰესი", ხოლო აჭარაში "აჭ-ჰესი" შეიძინა. გარდა ამისა, ეტაპობრივად მიმდინარეობს ჰესების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება. 2009 წლის მარტში "ბჟუჟჰესზე" მოქმედი სამი ტურბინიდან ორი სრულად განახლდა, რის შედეგადაც ძველ მანქანა-დანადგარებთან შედარებით თითოეულის სიმძლავრე 4,08 მგვტ-დან 4, 7 მგვტ-მდე გაიზარდა. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში" ვარაუდობენ, რომ 2009 წელს კორპორაციის წლიური გამომუშავება კიდევ 30%-ითგაიზრდება. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" 2005 წელს დაარსდა და ადგილობრივ ენერგობაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, იგი ახორციელებს ბუნებრივი აირის იმპორტს, ასევე მცირე და საშუალო ჰესებზე ელექტროენერგიის გენერაციას. ამჟამად კორპორაციის საკუთრებაშია 7 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესი. საქაერთველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია რიგი ახალი ჰიდროელექტროსადგურის შესყიდვა და ახლის მშენებლობა. | |
კატეგორია: წლიური შედეგები | ნანახია: 1109 | | |