მთავარი » აუქციონები და შესყიდვები
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" "რიცეულაჰესი" შეიძინა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" რაჭაში მდინარე რიცეულაზე მდებარე "რიცეულაჰესი" გასულ კვირას იყიდა.

ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ-ს შეადგენს. ჰესი გამართულ მდგომარეობაშია და სტაბილურად მუშაობს.

მომავალში კორპორაცია ჰესის დადგმული სიმძლავრის 24 მგვტ-მდე გაზრდას გეგმავს და შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა ოთხჯერ გაიზრდება.

ამ ეტაპზე "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაშია საქართველოს მასშტაბით არსებული მთელი რიგი ჰიდროელექტროსადგური.
კატეგორია: აუქციონები და შესყიდვები | ნანახია: 1167 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური "აჭ-ჰესი" შეიძინა. "აჭ-ჰესი" მდებარეობს ქობულეთის რაიონში, მდინარე აჭარის წყალზე. მისი საპროექტო სიმძლავრე 1 მეგავატია. ამჟამად იგი მცირე დატვირთვით მუშაობს და კომპლექსურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მომავალი წლის იანვრიდან ენერგეტიკული კორპორაცია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც ჰესი სრული სიმძლავრით ამუშავდება და მის მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია წელიწადში 5 მლნ კილოვატ საათს მიაღწევს.
კატეგორია: აუქციონები და შესყიდვები | ნანახია: 1038 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map