მთავარი » პროექტები და პრეზენტაციები
2009 წლის, 6-7 ოქტომბერს, საქართველოს ინდუსტრული ჯგუფის მენეჯმენტმნა მონაწილეობა მიიღო ქ. სტამბულში, საქართველოს ენერგეტიკული პრეოქტების პრეზენტაციაში თურქეთის წამყვან კომპანიებთან. პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონ ნიკა გილაურის მიერ.
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციამ” თურქი ბიზნესმენების საყურადღებოდ წარადგინა ახალციხის რაინოში (დაბა ვალე) თბოსადგურის მშენებლობის პროექტი. დაგეგმილია აშენდეს 200 მეგავატამდე ახალციხის მურა ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური. გამომუშავებული ელ. ენერგია – 1,4 მილიარდი კვ/სთ მოცულობით მიწოდებული იქნება თურქეთის ენერგო ბაზრისთვის. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1219 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ახალ ჰიდროელექტროსადგურის "ბჟუჟჰესი 2" მშენებლობას გეგმავს.
ახალი ჰესი კომპანიის საკუთრებაში არსებული "ბჟუჟჰესის" მიერ გადამუშავებულ წყალზე იმუშავებს. "ბჟუჟა 2" -ის საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება, ხოლო შემდეგ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6,7 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკულ კომპანია Standart Machine & Metal-თან ერთად, თებერვლის ბოლოს "ბჟუჟაჰესზე" 2 ახალ ტურბინას დაამონტაჟებს. თითო ტურბინის სიმძლავრე 4,08 მგვტ-ია. "ბჟუჟაჰესის" დადგმული სიმძლავრე 12,24 მგვტ-ს შეადგენს. მისი წლიური გამომუშავება 60 მლნ. კვ/საათია.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1592 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" ამერიკული კონსორციუმის Covalent Energy-ის და Global Metal Partners-ის წარმომადგენლები იანვარში ეწვევიან.

ვიზიტი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადების ფარგლებში განხორციელდება. მეთანის საბადოს კვლევა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის", Covalent Energy-ის და Global Metal Partners-ის და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტო (USTDA) თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

დაგეგმილია ასევე აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ტყიბულისა და ვალეს საბადოებში ნახშირისა და მეთანის მოპოვების პერსპექტიული პროექტები განისაზღვრება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) შორის ტყიბულის ნახშირის საბად ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1007 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

OPIC-ი ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა

"საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" (OPIC) ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა. ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტს ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ახორციელებს.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ და OPIC-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ ორშაბათს სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მიმდინარე აშშ-ის სავაჭრო და საინვესტიციო სამიტის მიმდინარეობისას იმსჯელეს.

როგორც GBC-თან საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, OPIC-ი პროექტს განიხილავს და დაინტერესების შემთხვევაში, "საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" პროექტში ერთ-ერთი დამფინანსებლის სახით ჩაერთვება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1037 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედგენა ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონტრაქტორები ამერიკული კონსორციუმი Covalent Energy-ი და Global Metal Partners-ი ახორციელებენ. ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თბილისში რამდენიმე დღის წინათ ჩამოვიდა და საბადოზე არსებულ მეთანის მარაგებს ადგილზე შეისწავლის.

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადების შემდეგ, საბადოდან მეთანის გაზის ამოსაღებად 5 ჭაბურღილი დამონტაჟდება.

კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარის ოდენობის გ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1053 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ნახშირის მეთანის მოპოვების პროექტს შეიმუშავებს

ნახშირის მოპოვებას "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ახორციელებს. კომპანია ნახშირს ტყიბულში არსებულ საბადოში მოიპოვებს.

გარდა ნახშირისა, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აქტიურად მუშაობს ნახშირის საბადოში არსებული მეთანის გაზების მოპოვებასა და უტილიზაციისთვის. მეთანის გაზი, როგორც სუფთა, ალტენატიული საწვავი გამოიყენება არა მარტო ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის, არამედ მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სექტორში.

ტყიბულის შახტებში მეთანის მოპოვების და უტილიზაციის მიზნით, "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ამერიკულ კომპანია Global Methane Partners-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა (როდის გააფორმა?). კომპანია დაინტერესებულია თავის გამოცდილება და ტექნოლოგიები საქართველოში მეთანის უტილიზაციის სფეროში გამოიყენოს.

Global Methane Partnersსაქართველოში წინასწარი კვლევა ჩაატარეს და მეთანის მოპოვების შემდგომი განვითარების გეგმა შეიმუშა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1216 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-26

გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map