მთავარი » საწარმოო სიახლეები
1 2 »
გასულ 2012 წელს, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" შეიმუშავა გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ახალი კონცეფცია, რის საფუძველზეც  შეიქმნა  ბრენდი „ნეოგაზი". პროექტის ფარგლებში და „ნეოგაზის" ბრენდის ქვეშ პირველი გაზგასამართი სადგური, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1136 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2013-03-05

ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" რიცეულა ჰესზე ახალი ტურბინა აამოქმედა
მუშაობის ეფექტურობის და საიმედოობის გაზრდის მიზნით ჰესზე მოქმედი ტურბინის მუშა თვალი ახალი, 4 ,08 მეგავატიანი ტურბინის მუშა თვლით შეიცვალა.
მუშა თვლის დამზადება საქართველოში განხორციელდა, პროცესი 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარე თვის დასაწყისში დასრულდა.
”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ინფორმაციით, ახალი ტურბინა სრული დატვირთვით მუშაობს. 2010 წელს, რიცეულა ჰესზე უფო მაშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის აგრეგატებს, სათავე ნაგებობას და სადერივაციო სისტემას. შედეგად გაიზრდება ჰესისი დადგუმული სიმძლავრე და გამომუშავეული ელ. ენერგია. 
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1118 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" საკუთრებაში არსებული „ბჟუჟჰესისთვის" ტურბინების 2 ახალი მუშა თვლები დაუკვეთა. ახალი მუშა თვლების მიმწოდებლი ამერიკული კომპანია Standard Machine & Metal-ია. მუშა თვლების დამზადება ამჟამად დასრულების სტადიაზეა და ისინი სავარაუდოდ 2010 წლის თებერვალში დამონტაჯდება ბჟუჟა ჰესზე. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წელს უკვე შეისყიდა 2 მუშა თვალი Standart Machine & Metal-გან, რის შედეგადაც საგრძნობლად გაიზარდა ბჟუჟ ჰესის მარგი ქმედების კოეფიციენტი და დამეტებითმა გამომუშავებამ წელიწადში ნახევარ მილიონ კვ/სთ–ს მიაღწია.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1087 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

საბჭოთა კავშირის ენერგეტიკული სისტემის დაშლის შემდეგ პირველად წელს განახლდა ელ. ენერგიის ექსპორტი სომხეთის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ექსპორტი ხორციელდება ალავერდის 220 კილოვოლტიანი ელ. გადამცემი ხაზით, გარდაბნის ქვესადგურიდან, რადიალური სქემით. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია და მისი სომეხი პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული კავშირების განმტკიცებას.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1101 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" საკუთრებაში არსებული „ბჟუჟჰესზე"ახალი მანქანა-დანადგარები აამოქმედა.
მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჰესზე ორი ახალი ტურბინა დამონტაჟდა, რის შედეგადაც ძველ მანქანა-დანადგარებთან შედარებით თითოეულის სიმძლავრე 4,08 მგვტ–დან 4, 7 მგვტ–მდე გაიზარდა. ”ბჟუჟჰესის” ჯამური სიმძლავრე 12 მგვტ-ს აჭარბებს. ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში” ვარაუდობენ, რომ ახალი ტურბინების ხარჯზე ჰესის ჯამური წლიური გამომუშავება მინიმუმ 5–10%–ით გაიზრდება.
კორპორაციამ ტურბინები ამერიკულიკომპანია Standart Machine & Metal-გან შეიძინა.
ტურბინების დამზადება და ტრანსპორტირება 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარე თვის დასაწყისში დასრულდა.
”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ინფორმაციით, ამჟამად ჰიდროელექტროსადგურზე ორივე ტურბინა სრული დატვირთვით მუშაობს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1125 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქნახშირი" 2009 წელს სული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

2009 წლის აპრილიდან ამოქმედდება ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. ამ დროისათვის ქარხნის წარმადობა საათში 150 ტონას შეადგენს. გამამდიდრებელი ფაბრიკის ამოქმედება ტყიბულის ნახშირის ხარისხობრივ მახასიათებლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულს გახდის.

"საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება 15-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა. ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახშირი" გერმანული კონცერნის "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს ამარაგებს.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში" 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამ პერიოდში საწარმოში 20 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, "საქნახშირში" დასაქმებული თანამშრომელთა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1119 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

რაჭაში დიდთოვლობის მიუხედავად "რიცეულაჰესი" 30 პროცენტიანი დატვირთვით განაგრძობს მუშაობას

კომპანია "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კუთვნილი "რიცეულაჰესი" რაჭაში დიდთოვლობის მიუხედავად მუშაობას განაგრძობს.

ჰესი ამ დროისათვის 30%-იანი დატვირთვით მუშაობს და ელექტროენერგიას ამბროლაურის რაიონს აწვდის.

დიდთოვლობის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგია რეგიონს 5 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ.

"რიცეულაჰესი ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წელს შეიძინა. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ-ს შეადგენს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1143 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

"საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკულ Standart Machine & Metal-თან თანამშრომლობით ტურბინების განახლებას იწყებს

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკულ კომპანია Standart Machine & Metal-თან თანამშრომლობით, საკუთარ ჰიდროსადგურებზე მოძველებული ტურბინების ნაცვლად, ახალ ტურბინებს დაამონტაჟებს.

Standart Machine & Metal-ის პრეზიდენტის ალექს სიგალუსის თქმით, კომპანია ახალი ტურბინების დამონტაჟებას "ბჟუჟაჰესზე" მომავალი წლიდან დაიწყებს, სავარაუდოდ ეს იანვარ-თებერვალში მოხდება.

"ჩვენი კომპანია "ენერგეტიკულ კორპორაციას" ეხმარება მოწყობილობების შერჩევა-დამზადებაში. მზად ვართ სამომავლოდ გავაფართოვოთ თანამშრომლობა და კომპანიის სხვა ჰიდროსადგურების რეაბილიტაციაშიც ჩავერთოთ", - აღნიშნა სიგალუსმა.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციასა" და Standart Machine & Metal-ს შორის ხელშეკრულება 6 თვის წინათ გაფორმდა.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1066 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ქუთაისში მშენებარე ნახევრადკოქსის ქარხანას 2009 წლის მეორე ნახევარში აამოქმედებს.

ნახევრადკოქსი ტყიბულის ნახშირის თერმულად დამუშავების შედეგად მიიღება. პირველ ეტაპზე ქარხნის წარმადობა წელიწადში 25 ათას ტონას შეადგენს. დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა, წლიურ 75 ათას ტონამდე. ქარხანაში 30 თანამშრომელი დასაქმდება. საწარმო სამხრეთ აფრიკული ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი და მეტალურგიული საწარმოები მომარაგდება. იგეგმება ნახევრადკოქსის ექსპორტზე გატანაც.

ადგილობრივი ნახევრადკოქსის პროდუქციის გამოყენებით ზესტაფონის "ფეროშენადნობი ქარხანა" დაინტერესდა. კომპანიის მენეჯმენტი ადგილობრივი წარმოებული პროდუქციით იმპორტირებულ კოქსს ჩაანაცვლებს.

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 979 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის მიუხედავად, სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

"საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება 15-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა. ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახში" გერმანული კონცერნის, "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს ამარაგებს.

როგორც "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" განმარტავენ, მიუხედავად კასპის რაიონში რუსი ჯარისკაცების მიერ სარკინიგზო ხიდის აფეთქებით სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეფერხებისა, "საქნახშირი" სრული დატვირთვით განაგრძობს ქვანახშირის მოპოვებას და გადატვირთვას.

"საქნახშირმა" კომპანია "ჰაიდელბერგცემენტთან" სამრეწველო ნახშირის მიწოდებაზე კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე უკვე გააფორმა.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში" 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამ პერიოდში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1102 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

1-10 11-14
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map