მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 6 » შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს
11:05 PM
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია"-ს საკუთრებაში არსებულ გაზგასამართ სადგურებზე დასაქმებული პერსონალისათვის 100 (ასი) კომპლექტი სამუშაო უნიფორმის შეძენის თაობაზე

სატენდერო მოთხოვნები:
• 100 (ასი) კომპლექტი უნიფორმა;
• თითოეული კომპლექტის შემადგენლობა:
_ ნახევრად კომბინიზონი – 1 ცალი;
_ დათბილული ქურთუკი – 1 ცალი;
_ მაისური მოკლე სახელოებით – 1 ცალი;
_ კეპი – 1 ცალი;
_ სპეციალური ფეხსაცმელი კიდურების დამცავი რკინის ელემენტით – 1 წყვილი;
• უნიფორმის გარეგნული მახასიათებლები:
_ უნიფორმის კომპლექტის თითოეულ შემადგენელ ნაწილზე გამოსაჩენ ადგილას ამოტვიფრული უნდა იყოს შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია"-ს ლოგო "GIEC";
_ უნიფორმის დომინანტი ფერები: ლურჯი, წითელი გაფორმებით;

გამარჯვებული შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
• ფასი;
• გადახდის პირობა;
• დამზადებისა და მიწოდების ვადა;
• ხარისხი;
• მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;

წინადადებების წარმოდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია და პირობები:

1. პრეტენდენტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია
1.1. წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
1.2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (უკანასკნელი მონაცემებით);
1.3. ნებართვა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად (საჭიროების შემთხვევაში);

2. დამატებითი დოკუმენტაცია
2.1. ინფორმაცია მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ;
2.2. წერილობითი რეკომენდაციები (სასურველია);
2.3. 1 კომპლექტი უნიფორმის ესკიზის რამდენიმე (მინიმუმ ორი) ვარიანტი;
2.4. თითოეული ესკიზის ორ-ორი ფერადი ფოტო-სურათი;
2.5. უნიფორმის ნიმუში (გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 1 კვირის ვადაში);

წინადადების წარმოდგენის პროცედურები:

• წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე დალუქული კონვერტით;
• განფასება წარმოდგენილი უნდა იქნას ლარებში დღგ-ს ჩათვლით;
• წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას 2010 წლის 29 ოქტომბრის დღის 4 საათამდე შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას”-ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქალაქი გარდაბანი, აღმაშენებლის N-2, III სართული.
• აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ მიიღება;
• წინადადებას თან უნდა ახლდეს საკონტაქტო პირის მონაცემები, ტელეფონის და ფაქსის ნომრები და ელექტრონული მისამართი.

ტენდერის შედეგები ცნობილი იქნება 2010 წლის 5 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს

ნინო ჯორბენაძე - ტელ. 877 57 07 35
ელექტრონული მისამართი
: n_jorbenadze@giec.ge
კატეგორია: ტენდერები | ნანახია: 1288 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ტენდერი, ენერგეტიკული კორპორაცია
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map