მთავარი » 2010 » მარტი » 27
ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" რიცეულა ჰესზე ახალი ტურბინა აამოქმედა
მუშაობის ეფექტურობის და საიმედოობის გაზრდის მიზნით ჰესზე მოქმედი ტურბინის მუშა თვალი ახალი, 4 ,08 მეგავატიანი ტურბინის მუშა თვლით შეიცვალა.
მუშა თვლის დამზადება საქართველოში განხორციელდა, პროცესი 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარე თვის დასაწყისში დასრულდა.
”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ინფორმაციით, ახალი ტურბინა სრული დატვირთვით მუშაობს. 2010 წელს, რიცეულა ჰესზე უფო მაშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის აგრეგატებს, სათავე ნაგებობას და სადერივაციო სისტემას. შედეგად გაიზრდება ჰესისი დადგუმული სიმძლავრე და გამომუშავეული ელ. ენერგია. 
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1118 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

2009 წლის, 6-7 ოქტომბერს, საქართველოს ინდუსტრული ჯგუფის მენეჯმენტმნა მონაწილეობა მიიღო ქ. სტამბულში, საქართველოს ენერგეტიკული პრეოქტების პრეზენტაციაში თურქეთის წამყვან კომპანიებთან. პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონ ნიკა გილაურის მიერ.
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციამ” თურქი ბიზნესმენების საყურადღებოდ წარადგინა ახალციხის რაინოში (დაბა ვალე) თბოსადგურის მშენებლობის პროექტი. დაგეგმილია აშენდეს 200 მეგავატამდე ახალციხის მურა ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური. გამომუშავებული ელ. ენერგია – 1,4 მილიარდი კვ/სთ მოცულობით მიწოდებული იქნება თურქეთის ენერგო ბაზრისთვის. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1227 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" საკუთრებაში არსებული „ბჟუჟჰესისთვის" ტურბინების 2 ახალი მუშა თვლები დაუკვეთა. ახალი მუშა თვლების მიმწოდებლი ამერიკული კომპანია Standard Machine & Metal-ია. მუშა თვლების დამზადება ამჟამად დასრულების სტადიაზეა და ისინი სავარაუდოდ 2010 წლის თებერვალში დამონტაჯდება ბჟუჟა ჰესზე. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წელს უკვე შეისყიდა 2 მუშა თვალი Standart Machine & Metal-გან, რის შედეგადაც საგრძნობლად გაიზარდა ბჟუჟ ჰესის მარგი ქმედების კოეფიციენტი და დამეტებითმა გამომუშავებამ წელიწადში ნახევარ მილიონ კვ/სთ–ს მიაღწია.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1087 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

საბჭოთა კავშირის ენერგეტიკული სისტემის დაშლის შემდეგ პირველად წელს განახლდა ელ. ენერგიის ექსპორტი სომხეთის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ექსპორტი ხორციელდება ალავერდის 220 კილოვოლტიანი ელ. გადამცემი ხაზით, გარდაბნის ქვესადგურიდან, რადიალური სქემით. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია და მისი სომეხი პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული კავშირების განმტკიცებას.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1101 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" 2008 წლის შედეგები შეაჯამა. 2007 წელთან შედარებით, შარშან კორპორაციის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება და მისი წლიური ოდენობა გაორმაგდა. სსეკ-ის მენეჯმენტის განცხადებით, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ახალი ჰესების შესყიდვის ხარჯზე მოხდა. შარშან კორპორაციამ რაჭაში "რიცეულაჰესი", ხოლო აჭარაში "აჭ-ჰესი" შეიძინა. გარდა ამისა, ეტაპობრივად მიმდინარეობს ჰესების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება. 2009 წლის მარტში "ბჟუჟჰესზე" მოქმედი სამი ტურბინიდან ორი სრულად განახლდა, რის შედეგადაც ძველ მანქანა-დანადგარებთან შედარებით თითოეულის სიმძლავრე 4,08 მგვტ-დან 4, 7 მგვტ-მდე გაიზარდა. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში" ვარაუდობენ, რომ 2009 წელს კორპორაციის წლიური გამომუშავება კიდევ 30%-ითგაიზრდება. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" 2005 წელს დაარსდა და ადგილობრივ ენერგობაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წლიური შედეგები | ნანახია: 1088 | დაამატა: დუმბაძე | თარიღი: 2010-03-27

გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map