მთავარი » 2010 » მარტი » 26 » "ალაზანჰესი"-ს ექსპლუატაციაში გაშვება
11:44 PM
"ალაზანჰესი"-ს ექსპლუატაციაში გაშვება
"ალაზანჰესი" 2-თვიანი პაუზის შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა

თბილისი (GBC) - კახეთის რეგიონში მდებარე "ალაზანჰესი" საირიგაციო არხზე ჩატარებული 2-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში გაეშვა.

2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ახორციელებდა სარეაბილიტაციო სამუშაობს მდინარე ალაზნის საირიგაციო არხზე, საიდანაც "ალაზანჰესი" წყლით მარაგდება.

ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაიზრდება ჰესის წყლით მომარაგების საიმედოობა და იგი გამომუშავების მაქსიმუმს მიაღწევს.

"ალაზანჰესი" 2006 წლიდან "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაა.

"ალაზანჰესი" 1942 წელს გაეშვა ექსპლუატაციაში. ამჟამად ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მომხმარებელი არის "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი".

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1160 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ალაზანჰესი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map