მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ამერიკული კონსორციუმის წარმომადგენლები
0:48 AM
ამერიკული კონსორციუმის წარმომადგენლები
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" ამერიკული კონსორციუმის Covalent Energy-ის და Global Metal Partners-ის წარმომადგენლები იანვარში ეწვევიან.

ვიზიტი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადების ფარგლებში განხორციელდება. მეთანის საბადოს კვლევა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის", Covalent Energy-ის და Global Metal Partners-ის და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტო (USTDA) თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

დაგეგმილია ასევე აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ტყიბულისა და ვალეს საბადოებში ნახშირისა და მეთანის მოპოვების პერსპექტიული პროექტები განისაზღვრება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) შორის ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის ასათვისებლად საგრანტო ხელშეკრულება 2008 წლის ზაფხულში გაფორმდა. გრანტის ფარგლებში მომზადდება "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი.

დოკუმენტის მომზადების შემდეგ, საბადოდან მეთანის გაზის ამოსაღებად 5 ჭაბურღილი დამონტაჟდება.

კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1014 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: პროექტი, USTDA, აშშ, მეთანი, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map