მთავარი » 2010 » მარტი » 26 » კაპიტალური რემონტი
11:34 PM
კაპიტალური რემონტი
2008 წელს "ბჟუჟჰესს" კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" სარემონტო სამუშაოებზე 300 ათას ლარს დახარჯავს.

დაგეგმილია I და II ტურბინების (თითოულის სიმძლავრე 4,08 კვტ/საათი) კაპიტალური რემონტი. კერძოდ, კი ტურბინების მუშათვალი და ღერძები გამოიცვლება. ჰესზე ახალი ტურბინები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დამონტაჟდება. ახალი ტურბინები აშშ-ში დამზადდება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში" მიიჩნევენ, რომ სარემონტო სამუშაოების შედეგად, ელექტროსადგურის საიმედოობა გაუმჯობესდება და მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება.

გარდა ამისა, "ბჟუჟჰესი" დერეგულირებელი ჰესი გახდა. მისი დადგმული სიმძლავრე 12,24 მგვტ-ია. დერეგულირების შემდეგ, ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას ლიცენზიის და ტარიფის გარეშე განახორციელებს და შესაბამისად, ელექტროენერგიას თავისუფალი ტარიფით გაყიდის.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, 13 მგვტ-ი სიმძლავრის მქონე ელექტროსადგური რეგულირებას არ ექვემდებარება.
კატეგორია: მშენებლობები და რემონტები | ნანახია: 1174 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: რემონტი, ბჟუჟჰესი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map