მთავარი » 2010 » მარტი » 26 » მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად გამოიყო გრანტი
11:55 PM
მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად გამოიყო გრანტი
ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის განვითარების სააგენტომ GIG-ის ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად გრანტი გამოუყო.

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის განვითარების სააგენტომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესასწავლად 540 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა.

საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის შესწავლისათვის კვლევას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკული კომპანია Covalent Energy-სთან ერთად განახორციელებს. პროექტი Covalent Energy-ის თანადაფინანსებით განხორციელდება და ამერიკული კომპანია 185 ათასი აშშ. დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

საბადოზე კვლევა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. კვლევის მომხადების შემდეგ, ტყიბულის საბადოზე საცდელი გაზის ჭაბურღილები დამონტაჟდება.

კატეგორია: ინვესტიციები და გრანტები | ნანახია: 999 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: გრანტი, ტყიბული, მეთანი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map