მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ნახევრადკოქსის ქარხანა 2009 წლის მეორე ნახევარში გაეშვება
0:20 AM
ნახევრადკოქსის ქარხანა 2009 წლის მეორე ნახევარში გაეშვება
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ქუთაისში მშენებარე ნახევრადკოქსის ქარხანას 2009 წლის მეორე ნახევარში აამოქმედებს.

ნახევრადკოქსი ტყიბულის ნახშირის თერმულად დამუშავების შედეგად მიიღება. პირველ ეტაპზე ქარხნის წარმადობა წელიწადში 25 ათას ტონას შეადგენს. დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა, წლიურ 75 ათას ტონამდე. ქარხანაში 30 თანამშრომელი დასაქმდება. საწარმო სამხრეთ აფრიკული ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი და მეტალურგიული საწარმოები მომარაგდება. იგეგმება ნახევრადკოქსის ექსპორტზე გატანაც.

ადგილობრივი ნახევრადკოქსის პროდუქციის გამოყენებით ზესტაფონის "ფეროშენადნობი ქარხანა" დაინტერესდა. კომპანიის მენეჯმენტი ადგილობრივი წარმოებული პროდუქციით იმპორტირებულ კოქსს ჩაანაცვლებს.

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 980 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ზესტაფონი, ფეროშენადნობი, ქუთაისი, ნახევრადკოქსი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map