მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ნახშირის მეთანის მოპოვების პროექტი
11:49 PM
ნახშირის მეთანის მოპოვების პროექტი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ნახშირის მეთანის მოპოვების პროექტს შეიმუშავებს

ნახშირის მოპოვებას "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი შპს "საქნახშირი" ახორციელებს. კომპანია ნახშირს ტყიბულში არსებულ საბადოში მოიპოვებს.

გარდა ნახშირისა, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აქტიურად მუშაობს ნახშირის საბადოში არსებული მეთანის გაზების მოპოვებასა და უტილიზაციისთვის. მეთანის გაზი, როგორც სუფთა, ალტენატიული საწვავი გამოიყენება არა მარტო ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის, არამედ მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სექტორში.

ტყიბულის შახტებში მეთანის მოპოვების და უტილიზაციის მიზნით, "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ამერიკულ კომპანია Global Methane Partners-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა (როდის გააფორმა?). კომპანია დაინტერესებულია თავის გამოცდილება და ტექნოლოგიები საქართველოში მეთანის უტილიზაციის სფეროში გამოიყენოს.

Global Methane Partnersსაქართველოში წინასწარი კვლევა ჩაატარეს და მეთანის მოპოვების შემდგომი განვითარების გეგმა შეიმუშავეს.

პროექტის პირველი ეტაპის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევას სავარაუდოდ, ამერიკის ვაჭრობის განვითარების სააგენტო (USTDA) დააფინანსებს. USTDA -ს წარმომადგენელები და "საქართვეკლოს ინდუსტრიული ჯგუფის" ამერიკელი პარტნიორები საქართველოში 2-5 ივნისს იმყოფებოდნენ და პროექტის განვითარების პერსპექტივები შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ USTDA დადებითად აფასებს პროექტს.

ნახშირის მეთანი დასავლეთის ქვეყნებში გამოიყენება და მკვეთრად აისახება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლებაში, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაში.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1228 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: USTDA, საქნახშირი, ტყიბული, მეთანი
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map