მთავარი » 2010 » მარტი » 26 » OPIC გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა
0:39 AM
OPIC გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა
OPIC-ი ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა

"საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" (OPIC) ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტით დაინტრესდა. ტყიბულის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვების პროექტს ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ახორციელებს.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ და OPIC-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ ორშაბათს სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მიმდინარე აშშ-ის სავაჭრო და საინვესტიციო სამიტის მიმდინარეობისას იმსჯელეს.

როგორც GBC-თან საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, OPIC-ი პროექტს განიხილავს და დაინტერესების შემთხვევაში, "საერთაშორისო კერძო ინვესტიციების კორპორაცია" პროექტში ერთ-ერთი დამფინანსებლის სახით ჩაერთვება.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მიერ ტყიბულის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედგენა ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას კორპორაციის კონტრაქტორები ამერიკული კონსორციუმი Covalent Energy-ი და Global Methane Partners-ი ახორციელებენ.

ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადების შემდეგ, საბადოდან მეთანის გაზის ამოსაღებად 5 ჭაბურღილი დამონტაჟდება.

კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარის ოდენობის გრანტი აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტომ (USTDA) გამოუყო.
კატეგორია: პროექტები და პრეზენტაციები | ნანახია: 1043 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: თურნავა, OPIC, ქორთიარდ-მარიოტი, მეთანი, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map