მთავარი » 2010 » მარტი » 26 » საგრანტო ხელშეკრულება ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის ასათვისებლად
0:17 AM
საგრანტო ხელშეკრულება ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის ასათვისებლად
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა" და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (USTDA) შორის ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის ასათვისებლად საგრანტო ხელშეკრულება ოთხშაბათს საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობაში გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლარი ვოლთერმა მოაწერეს.

აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტო (USTDA) "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" 540 ათას აშშ დოლარს გამოუყოფს. გრანტის ფარგლებში, "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის მოპოვების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი გაკეთდება. ანალიზს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონტრაქტორი კომპანია Covalent Energy-ი განახორციელებს. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადებაზე 909 405 აშშ დოლარი დაიხარჯება და პროექტი Covalent Energy-ის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ხელმოწერის ცერემონიალზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას თანადგომისათვის და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტი დასაწყისია მეთანის მარაგების შესწავლის და შემდგომი მოპოვებისათვის.

"მეთანის გაზის, როგორც ალტერნატიული ბუნებრივი აირის გამოყენება არის პირველი პრეცენდენტი რეგიონში, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, " - განაცხადა ნათია თურნავამ

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი 2008 წლის სექტემბერში დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. კვლევის ფარგლებში, პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური და იურიდული მხარეები შეფასდება.
კატეგორია: ინვესტიციები და გრანტები | ნანახია: 1203 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: USTDA, თურნავა, გრანტი, აშშ
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map