მთავარი » 2010 » მარტი » 26 » საქნახშირი 2009 წელს სული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას
0:51 AM
საქნახშირი 2009 წელს სული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქნახშირი" 2009 წელს სული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

2009 წლის აპრილიდან ამოქმედდება ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. ამ დროისათვის ქარხნის წარმადობა საათში 150 ტონას შეადგენს. გამამდიდრებელი ფაბრიკის ამოქმედება ტყიბულის ნახშირის ხარისხობრივ მახასიათებლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულს გახდის.

"საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება 15-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში განაახლა. ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახშირი" გერმანული კონცერნის "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპის და რუსთავის ცემენტის ქარხნებს ამარაგებს.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში" 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამ პერიოდში საწარმოში 20 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, "საქნახშირში" დასაქმებული თანამშრომელთა რიცხვი 400-დან 1000-მდე გაიზარდა.

"საქნახშირი" ტყიბულისა და ვალეს საბადოებიდან ნახშირის მოპოვების გრძელვადიან ლიცენზიებს ფლობს. ამ დროისათვის ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოდან ხორციელდება. ტყიბულის საბადოზე 330 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირის მარაგია. ვალეს საბადოზე ნახშირის მოპოვების ლიცენზია "საქნახშირმა" 2007 წელს მიიღო, აქ არსებული მარაგი 70 მლნ. ტონას აღემატება.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1119 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: კასპი, რუსთავი, საქნახშირი, ჰაიდელბერგ, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map