მთავარი » 2010 » მარტი » 26 » საქნახშირმა სამრეწველო ნახშირის მოპოვება განაახლა
0:03 AM
საქნახშირმა სამრეწველო ნახშირის მოპოვება განაახლა
15-წლიანი პაუზის შემდეგ, "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება განაახლა

ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალმა შპს "საქნახშირმა" სამრეწველო ნახშირის მოპოვება, 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად განაახლა.

ამ დროისათვის ტყიბულის საბადოდან მოპოვებული ნახშირით "საქნახშირი" გერმანული კონცერნის "ჰაიდელბერგ ცემენტის" კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებს მოამარაგებს. კომპანიამ "ჰაიდელბერგ ცემენტთან" კონტრაქტი 2008 წლის ბოლომდე გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში, "საქნახშირი" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნებს ნახშირის სტაბილური მიწოდებით უზრუნველყოფს.

"საქნახშირი" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შემადგენლობაში 2006 წელს შევიდა. 2006-2008 წლებში კომპანიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. კაპიტალურად აღდგა დატბორილი გვირაბები, მომზადდა შახტების განვითარების პროექტი, შეკეთდა სარკინიგზო მაგისტრალი. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა "საქნაშირის" კუთვნილ შენობა-ნაგებობებს. ამ პერიოდში კომპანიაში 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, "საქნახშირში" დასაქმებული თანამშრომელთა რიცხვი 400-დან 1000 კაცამდე გაიზარდა.

"საქნახშირი" ტყიბულისა და ვალეს საბადოებიდან ნახშირის მოპოვების გრძელვადიან ლიცენზიებს ფლობს. ამ დროისათვის ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოდან ხორციელდება. ტყიბულის საბადო 330 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირის მარაგს მოიცავს. ტყიბულის საბადოზე ნახშირის მოპოვება 1846 წელს დაიწყო და 1993 წლამდე გრძელდებოდა.

ვალეს საბადოზე ნახშირის მოპოვების ლიცენზია "საქნახშირმა" 2007 წელს მიიღო, აქ არსებული მარაგი 70 მლნ ტონას აღემატება.

გარდა ამისა, ნახშირის გადამუშავების და ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენების მიზნით, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ნახევრადკოქსის ქარხნის და ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობას.

კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1011 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: კასპი, რუსთავი, საქნახშირი, ტყიბული, ჰაიდელბერგ
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map