მთავარი » 2010 » მარტი » 26 » სსეკ ტურბინების განახლებას იწყებს
0:42 AM
სსეკ ტურბინების განახლებას იწყებს
"საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკულ Standart Machine & Metal-თან თანამშრომლობით ტურბინების განახლებას იწყებს

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ამერიკულ კომპანია Standart Machine & Metal-თან თანამშრომლობით, საკუთარ ჰიდროსადგურებზე მოძველებული ტურბინების ნაცვლად, ახალ ტურბინებს დაამონტაჟებს.

Standart Machine & Metal-ის პრეზიდენტის ალექს სიგალუსის თქმით, კომპანია ახალი ტურბინების დამონტაჟებას "ბჟუჟაჰესზე" მომავალი წლიდან დაიწყებს, სავარაუდოდ ეს იანვარ-თებერვალში მოხდება.

"ჩვენი კომპანია "ენერგეტიკულ კორპორაციას" ეხმარება მოწყობილობების შერჩევა-დამზადებაში. მზად ვართ სამომავლოდ გავაფართოვოთ თანამშრომლობა და კომპანიის სხვა ჰიდროსადგურების რეაბილიტაციაშიც ჩავერთოთ", - აღნიშნა სიგალუსმა.

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციასა" და Standart Machine & Metal-ს შორის ხელშეკრულება 6 თვის წინათ გაფორმდა.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1066 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: სიგალუსი, განახლება, ტურბინები
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map