მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა
11:04 PM
ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა
ტყიბულის ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა 2008 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში მშენებარე ქვანახშირის გამამდიდრებელი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას 2008 წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ქარხანა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "საქნახშირის" მიერ მოპოვებულ ქვანახშირს გადაამუშავებს, რის შედეგადაც მაღალკალორიული ქვანახშირი მიიღება. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია - ჩასხმულია ქარხნის ფუნდამენტი, შესრულებულია გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი, მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების შეძენა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამონტაჟო სამუშაოები. გადამუშავებული პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება და ძირითადი მომხმარებლები მსხვილი ქარხნები იქნებიან. მათ შორის კომპანია "საქცემენტი", რომელიც ცემენტის წარმოების პროცესში ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას ტექნოლოგიურად დამუშავებული ქვანახშირით გეგმავს. გარდა ამისა, კომპანია გამდიდრებულ ქვანახშირს ექსპორტზეც გაიტანს.
კატეგორია: საწარმოო სიახლეები | ნანახია: 1517 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ქვანახშირი, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map