მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანის მშენებლობა
11:09 PM
ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანის მშენებლობა
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანას აშენებს

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" ტყიბულში ნახევრადკოქსის ქარხანას ააშენებს. ქარხანა ნახევრადკოქსის წარმოებისათვის ნედლულად ტყიბულის ქვანახშირს გამოიყენებს, რომლის თერმულად დამუშავების შედეგად მიიღება აღნიშნული პროდუქტი. პირველ ეტაპზე ქარხანის წარმადობა ყოველწლიურად 105 ათასი ტონა იქნება. საწარმო 3 რეტორტული ღუმელით დაკომპლექტდება და თითოეულის გამომუშავება წელიწადში 35 ათას ტონა ნახევრადკოქსს მიაღწევს. პროექტი მიხედვით, ქარხნის წარმადობა მომავალში 175 ათას ტონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, დანახარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, პროექტი დამამზადებლისგან საპროექტო ნახაზების შესყიდვას და ქარხნის ნაწილების საქართველოში დამზადებს ითვალისწინებს. ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო ნახაზები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ქარხანაში სულ 30 ადამიანი დასაქმდება. ნახევრადკოქსის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება და ძირითად მეტალურგიული საწარმოები გამოიყენებენ. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მენეჯმენტის განმარტებით, მსოფლიოში ნახევრადკოქსის პროდუქტზე მოთხოვნა დინამიურად მზარდია და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ, ქარხანა საექსპორტო წარმოებას დაიწყებს. ნახევრადკოქსის ქარხნის მშენებლობა 2008 წელს დაიწყება და ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2009 წლის მეორე ნახევარში შევა.
კატეგორია: მშენებლობები და რემონტები | ნანახია: 1021 | დაამატა: დუმბაძე | ტეგები: ნახევრადკოქსი, ტყიბული
გამოკვლევები
CHARLES S. ANDREWS
3139 Brownton Road
Long Community, MS 38915



+7 495 287-42-34 info@ucoz.com
მდებარეობა
sample map